აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ დღეს თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აჭარის მთავრობის ხელმღვანელს მიმართა. განცხადება, სავარაუდოდ, დღესვე დაკმაყოფილდება. ამის შესახებ კომახიძემ ჟურნალისტებთან თავად განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის მერად იყრის კენჭს. მის კანდიდატურას “ქართული ოცნება“ წარადგენს. კომახიძის თქმით, ის გუნდმა თავად შეარჩია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.