ლონდონის მეტროში აფეთქება სავარაუდოდ, ტერაქტი იყო
ლონოდნის პოლიციაში ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მეტროში მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, ტერაქტი იყო. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „ბიბისი“ ავრცელებს. არსებული ინფრომაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა პლასტმასის სათლში იყო მოთავსებული. შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანება სულ მცირე ერთმა ადამიანმა მიიღო. მას დამწვრობა სახის არეში აღენიშნება. მომხდარს გამოეხმაურნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერის აპარატის წარმომადგენლები. მათი თქმით, ტერეზა მეი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია.