პროკურატურამ მოქალაქისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების და 2 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულ მოქალაქეს თბილისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრებელი ბინა დაუბრუნდება, ხოლო ორი მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე. ”დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის […]