შსს-ს ინფორმაციით, საკრებულოსთან აქციაზე ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკრებულოსთან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე ორი პირი დააკავეს. მათი დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და დეპუტატები, მათ შორის პარტიის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და შენობაში შესვლას, თუმცა ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს. თბილისის საკრებულოსთან სიტუაცია დაძაბულია