ბევრ ისეთ რამეზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, რაშიც არ ვმონაწილეობდით – დავით ბაქრაძე
პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მათი ხელისუფლების დროს დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობა აიღეს. ბაქრაძის თქმით, ვინაიდან ერთ გუნდს წარმოადგენდნენ პასუხისმგებლობა აიღეს ისეთ რამეზეც, რაშიც უშუალოდ ის ან მისი თანაგუნდელები არ მონაწილეობდნენ. “ბევრ ისეთ რამეზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, რაშიც შეიძლება პირადად არცერთი არ ვმონაწილეობდით, მაგრამ გუნდი ვიყავით, ავიღეთ გუნდური პასუხისმგებლობა. ეს კომფორტი კი არ არის, […]