„ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდასაჭერად საფეხბურთო მატჩი გაიმართა
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე ხუჯაძის მხარდასაჭერად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა და მისმა მეგობრებმა საფეხბურთო მატჩი გამართეს. თამაში ნოდარ ახალკაცის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ფრედ დასრულდა. “დღევანდელ თამაშში მეგობრობამ გაიმარჯვა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეგობრები მიდგანან გვერდში და ასეთი მშვენიერი სანახაობა მოაწყვეს. ოჯახთან ერთად უპირველეს ძალას ჩემი მეგობრები მმატებენ […]