ვულოცავთ საქართველოს მთავრობასა და ხალხს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს – აშშ-ის საელჩო
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს მთავრობასა და ხალხს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც კარგად იყო ადმინისტრირებული და დიდწილად მშვიდობიან გარემოში ჩატარდა, თავისუფლების ფუნდამენტური უფლების დაცვით, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. “ვეთანხმებით ეუთოს წინასწარ ანგარიშს, რომელშიც დადებითად აღინიშნა, რომ კანდიდატებს თავისუფლადშეეძლოთ კამპანიის ჩატარება და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის […]