ჩემი სიტყვები ”პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია” ნათქვამი იყო კონკრეტული კითხვის პასუხად – ზოიძის განცხადება
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პენსიასთან დაკავშირებით გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს. „წინა კვირას პრესაში გავრცელდა ჩემი კომენტარი პენსიასთან დაკავშირებით, რომელმაც არაკორექტულად შერჩეული „სკანდალური“ სათაურის გამო: ”ზოიძე: პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია“, სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია ბევრ ადამიანში, რომელთაც ჩათვალეს რომ მე, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს, პენსიის დღევანდელი ოდენობა საკმარისად […]