ქუთაისი-ტყიბულის გზაზე ავარია მოხდა
ქუთაისი-ტყიბულის გზაზე, სოფელ ხრესილთან ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამარშუტო ტაქსი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად დაშავებულები ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის შვიდი დაშავებული უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ორი დაშავებული კი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.