დროებითი დაკავების იზოლატორში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია
დროებითი დაკავების იზოლატორში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია – ამის შესახებ ინფორმაციას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანი ავრცელებს. “საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. დროებითი დაკავების იზოლატორს ახლა ოთხი ადვოკატი ტოვებს. დაკავებული სააკაშვილი ისვენებს. პროკურორები აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით შინაპატიმრობის შესახებ სასამართლოსადმი შუამდგომლობას ამზადებენ” – წერს ლარისა სარგანი.