აფხაზეთიდან დევნილი გოგონას გამოსვლა გერმანულ ვოისში – ჟიური გაოცებულია (ვიდეო)
აფხაზეთიდან დევნილი ნათია თოდუა გერმანიაში მიმდინარე მუსიკალურ კონკურს “ვოისი”-ს ნახევარფინალშია. მას მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აფხაზეთის მთავრობა. ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. “მეგობრებო,დღეს ჩვენი ნათია თოდუა აფხაზეთიდან გერმანული Voice- ის ნახევარფინალშია.მისი სიმღერა ევროპულ შოუში ძალიან ბევრი რამის სიმბოლოა, რომელიც ნიჭიერებას, სილაღეს და თავისუფლებისკენ სწრაფვას აერთიანებს!ჩვენი მხარდაჭერა ამ უნიჭიერეს ქართველ გოგონას! […]