საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა მსჯავრდებულთა შეწყალების აქტი
საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ შეიწყალა 187 მსჯავრდებული.შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ 27 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 123 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღის განმავლობაში დატოვებს, 64-ს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო 12 ქალს და სამ არასრულწლოვანს. მათგან საპატიმროს დატოვებს 8 ქალი და 1 არასრულწოვანი, დანარჩენებს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტით, სასჯელის ვადის შემცირება შეეხო უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ რამდენიმე პირსაც. ზვიად ქორიძის ინფორმაციით, 14-24 დეკემბრის პერიოდში შეწყალების კომისიამ განიხილა სულ 1182 მსჯავრდებულის საქმე.