ნავალნიმ ამომრჩეველთა გაფიცვის მხარდაჭერის აქციის თარიღი გამოაცხადა
რუსეთის პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ, რომელსაც არ დართეს ნება, საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, 28 იანვრისთვის დანიშნა ამომრჩეველთა გაფიცვის მხარდაჭერის აქცია. ნავალნიმ თავის საიტზე დაწერა, რომ აქციების მოწყობის შესახებ განცხადებებს დაუყოვნებლივ შეიტანენ რუსეთის ქალაქებში. ნავალნის მიერ გამოცხადებული ამომრჩეველთა გაფიცვა გულისხმობს კენჭისყრაში მონაწილეობის საწინააღმდეგო აგიტაციას და საარჩევნო უბნებზე მეთვალყურეობას, რათა „არ დაუშვან გამოცხადების ფალსიფიცირება“. ოპოზიციონერმა თავის მომხრეებს მოუწოდა, არ მოიხსენიონ „პუტინის კვლავ დანიშვნა“ არჩევნებად. 25 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად გაეტარებინათ რეგისტრაციაში, რადგან მას განაჩენი გამოუტანეს „კიროვლესის“ საქმეში. ამის საპასუხოდ პოლიტიკოსი გამოვიდა მოწოდებით, ბოიკოტი გამოუცხადონ საპრეზიდენტო არჩევნებს.