რა გაკეთდა ვაკის რაიონში 2017 წელს და რა იგეგმება 2018 წელს
ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ საზოგადოებას გასული წლის ანგარიში გააცნო და მომავალი წლის გეგმები წარუდგინა. შეხვედრაზე ვაკის მცხოვრებლებთან გამგებელმა ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი განიხილა, რომლებიც გამგეობისა და მერიის სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში განხორციელდა. ანგარიშის პრეზენტაციას ვაკის მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოში გიორგი ბირბიჩაძე, გიორგი მუსხელიშვილი, ასევე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ხუციშვილი დაესწრნენ. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში […]