სოციალურ ქსელში მოქალაქეებს მე თვითონ ვწერ პასუხს – კახა კალაძე
თბილისის მერის განცხადებით, სოციალურ ქსელში დასმულ კითხვებს პასუხს თავად სცემს და ამისათვის არ ჰყავს სპეციალური წარმომადგენელი. “პირადად ძალიან აქტიურად ვარ ჩართული, ძალიან ბევრი ადამიანი მწერს ამა თუ იმ პრობლემებზე და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პრობლემა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, სოციალურ ქსელში მოწერის შემდეგ მოგვარდეს“- განაცხადა კახა კალაძემ პირველი არხის გადაცემა “კვირის ინტერვიუ”-ში სტუმრობისას.