ბუნებრივი აირის გადასახადით აღშფოთებულების პროტესტი გორის მერიასთან
„შეწყდეს ხალხის ძარცვა“ - ამ მოთხოვნით გორში „სოკარჯორჯია - გაზის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და საკითხით ადგილობრივი ხელისუფლების დაინტერესება ისურვეს.