აკაკი გოგიჩაიშვილმა “რუსთავი2” დატოვა
ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია “იბერია”-ზე ბიზნეს გადაცემას გაუძღვება. გოგიჩაიშვილი “რუსთავი2”-ზე მისი დაარსების დღიდან მუშაობდა, თავდაპირველად მიჰყავდა საგამოძიებო გადაცემა “60 წუთი”. მომდევნო წლებში კი ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით უძღვებოდა გადაცემას “ბიზნესკურიერი” 2017 წლის სექტემბერში კვლავა განახლდა საგამოძიებო ჟანრის გადაცემა, თუმცა ორიოდე თვეში დაიხურა და ჟურნალისტი გადაცემა “პოსტსკრიპტუმში” გადავიდა სამუშაოდ. საბოლოოდ აკაკი გოგიჩაიშვილმა არჩევანი ტელეკომპანია “იბერია”-ზე შეაჩერა.