თბილისის მერიაში საცობების განტვირთვის საკითხზე იმსჯელეს
თბილისში, გადატვირთული საავტომობილო მოძრაობისა და საცობების შემცირების მიზნით დედაქალაქის მერიაში სადისტრიბუციო ავტომანქანების გადაადგილების გრაფიკის შედგენის საკითხზე იმსჯელეს. მერის მოადგილე მაია ბითაძის განცხადებით ძირითად მიმართულებებზე მოხდა შეჯერება, რომ სადისტრიბუციო კომპანიები მოემზადონ იმ ახალი რეგულაციებისათვის, რომელიც მათი მანქანების ღამის საათებში მოძრაობას შეეხება. “გავაგრძელებთ კომპანიებთან აქტიურ მუშაობას, რათა სადისტრიბუციო მანქანების ღამის განმავლობაში მოძრაობის გრაფიკმა მინიმალურად შეაფერხოს ბიზნესი და […]