ირანელი მეცნიერები და უფლებადამცველები მოითხოვენ აქტივისტის სიკვდილის მიზეზების გამოძიებას
ირანში მეცნიერები და უფლებადამცველები მოითხოვენ სრულყოფილი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას ირანისა და კანადის ორმაგი მოქალაქის, მეცნიერისა და გარემოს დამცველის, კავოუს საიედ-ემამის ციხეში სიკვდილის შესახებ. პოლიტოლოგიის, სოციოლოგიის, მშვიდობისა და კულტურის კვლევების საზოგადოებების წარმომადგენლებმა პრეზიდენტ ჰასან როჰანის 12 თებერვალს მიმართეს ამ შინაარსის ღია წერილით. ირანის სასამართლო ამბობს, რომ საიედ-ემამიმ ციხეში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, თუმცა მისი ვაჟი აცხადებს, რომ ამის არ სჯერა. აქტივისტები ამბობენ, რომ ირანის ციხეეებში იყო პატიმართა გარდაცვალების სხვა საეჭვო შემთხვევებიც, რომლებსაც ხელისუფლება თვითმკვლელობას უწოდებს. ნიუ-იორკში განთავსებული ირანის ადამიანის უფლებების ცენტრი ხელისუფლებას მოუწოდებს საიედ-ემამის გვამს ჩაუტარდეს "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე" გაკვეთის პროცედურა და აცხადებს, რომ ის "დიდად საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა".