გურჯაანის მერს მისივე თანამშრომელი ზეწოლასა და კანონდარღვევაში ადანაშაულებს
გურჯაანის მერიის თანამშრომელი, ზვიად ბიაშვილი, მერს, არჩილ ხანდამაშვილს, ზეწოლაში ადანაშაულებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ მერი მისგან განცხადების დაწერას და სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლას მოითხოვს.