მაკედონიაში აპროტესტებენ ქვეყნისათვის სახელის გამოცვლის გეგმას
მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა ქვეყნისათვის სახელის გამოცვლის გეგმა, რომელიც განიხილება საბერძნეთის მოთხოვნით, ხანგრძლივი უთანხმოებისათვის ბოლოს მოსაღებად. აქციაზე აფრიალებდნენ მაკედონიის დროშებს, ისმოდა ლოზუნგი „გაუმარჯოს მაკედონიას!“ დემონსტრანტები მოითხოვენ, ბოლო მოეღოს მაკედონიისა და საბერძნეთის მთავრობების მოლაპარაკებას სახელწოდების გამოცვლის საკითხზე. ათენი შიშობს, რომ სკოპიემ შესაძლოა პრეტენზია გამოთქვას ჩრდილოეთ საბერძნეთის რეგიონზე, რომელსაც ასევე მაკედონია ეწოდება. იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა ბოლო თვეებში ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს ათენთან, რათა ბოლო მოუღოს სახელწოდებაზე დავას, რომელიც აფერხებს ნატოსა და ევროკავშირში მის გაწევრიანებას.