ქსენია სობჩაკის თქმით, მას თავს დაესხნენ
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ქსენია სობჩაკზე თავდასხმა მოხდა მიხაილ გორბაჩოვის დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. ამის თაობაზე ცნობა ტვიტერის საშუალებით გაავრცელა თავად სობჩაკმა. „თავს დამესხა კაცი. ხელი მკრა, მე დავეცი, შემასხა რაღაც სითხე და ყვიროდა: ეს შენ ჟირინოვსკისათვის“. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იქნა მილიცია. ახალი ამბების სააგენტო „რია-ნოვოსტის“ ცნობით, სობჩაკს თავს დაესხა ალან ზაგოევი, დეპუტატ ალექსეი შაპოშნიკოვის თანაშემწე, რომელმაც პრეზიდენტობის კანდიდატს წყალი შეასხა სახეში და მძლავრად კრა ხელი. 28 თებერვალს ერთ-ერთი სატელევიზო დებატების დროს ვლადიმერ ჟირინოვსკის მიერ მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის პასუხად, ქსენია სობჩაკმა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს სახელში წყალი შეასხა.