გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ზეწოლაში მინისტრის მოადგილეს ადანაშაულებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, თამარ ბაგრატიას განცხადებით, მასზე ზეწოლას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ახორციელებდა. თამარ ბაგრატიამ განაცხადა, მინისტრის მოადგილე მისგან მოითხოვდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კონკრეტული პირის დანიშვნას. მისივე ინფორმაციით, თანდილაშვილი მასთნ ”ვაიბერით” და სატელეფონო ზარებით ურთიერთობდა და მისთვის სასურველი კადრის დანიშვნისთვის კონკრეტული ვადაც მისცა.მისივე თქმით, მიმოწერის გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ აპირებს, თუმცა ამისათვის მზადაა.