უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალების წილისყრა გაიმართა
უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალის წყვილები ცნობილია. შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში გამართულ წილისყრაზე ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირს შემორჩენილი რვა კლუბი ასე დაწყვილდა: „ბარსელონა“ (ესპანეთი) – „რომა“ (იტალია), „სევილია“ (ესპანეთი) – „ბაიერნი“ (გერმანია), „იუვენტუსი“ (იტალია) – „რეალი“ (ესპანეთი), „ლივერპული“ (ინგლისი) – „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი). მეოთხედფინალის პირველი მატჩები 3 და 4 აპრილს გაიმართება, საპასუხო - 10 და 11 აპრილს.