დიმიტრი ქუმსიშვილი: საბაგიროს ინციდენტთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტებს მოვიწვევთ
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურში, საბაგიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოიწვევენ საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტებს. დიმიტრი ქუმსიშვილის ცნობით, კომპანია „დოპელმაიერის“ ექსპერტები საქართველოში ხვალ დილით ჩამოვლენ, თუმცა მომხდარს დამოუკიდებელი ექსპერტებიც გამოიძიებენ. ამ დროისთვის არსებული წინასწარი, ოფიციალუარი ინფორმაციით, გუდაურში ავარიულად გაჩერების შემდეგ საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა. დაშავდა თეთრთმეტი ადამიანი.