პუტინი მზადაა უცხოეთთან „კონსტრუქციული დიალოგისათვის“
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვი არ აპირებს გამალებულ შეიარაღებაში ჩაბმას და სურს, კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს უცხოეთის ქვეყნებთან. ამ საკითხს პუტინი შეეხო 19 მარტს ოპონენტებთან შეხვედრის დროს - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ყველა კონკურენტი იოლად დაამარცხა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. პუტინის თქმით, ის იმუშავებს სხვა ქვეყნებთან კონსტრუქციული ურთიერთობის განსავითარებლად, მაგრამ მანვე აღნიშნა: ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებულიო. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რომლებიც ხმების თითქმის მთლიანად დათვლის შედეგებს ეფუძნება, პუტინს ერგო ამომრჩევლთა ხმების თითქმის 77%, რაც მეტია, ვიდრე მის მიერ წინა სამი საპრეზიდენტო არჩევნებისას მოპოვებული მხარდაჭერა. პრეზიდენტობის დანარჩენ შვიდ კანდიდატს გაცილებით ნაკლები ხმა ერგო.