არჩილ ტატუნაშვილი ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს
ყოფილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, არჩილ ტატუნაშვილი, მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. წინა დღით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ ტატუნაშვილი მოკლულია.