კიშინიოვში გაიმართა რუმინეთისა და მოლდავეთის გაერთიანების მომხრეთა აქცია
რუმინეთისა და მოლდოვეთის გაერთიანების ათასობით მომხრე გამოვიდა კვირას კიშინიოვის ქუჩებში. აქცია ორგანიზებული იყო რუმინელი და მოლდაველი იუნიონისტების, ასევე დიასპორის წარმომადგენლების მიერ. 1918 წლის 27 მარტს ბესარაბიის რეგიონმა, რომელიც დიდწილად შეესაბამება დღევანდელ მოლდავეთს, გამოაცხადა გაერთიანება რუმინეთთან. ეს კავშირი გრძელდებოდა 1940 წლამდე. ეთნიკური მოლდაველები და რუმინელები ერთ ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ორი ქვეყნის გაერთიანების იდეას ეწინააღმდეგება მოლდავეთის პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან.