Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

გია ჯანდიერი - ეკონომისტი

გია ჯანდიერი - ეკონომისტი

კვირა, 18 მარტი

ეს დილა იმით დაიწყო, რომ გიას დავურეკე: არ დაგავიწყდეს, ლისის ტბაზე მივდივართ-მეთქი. მე და გია, ჩემი ძალიან ძველი მეგობარი და ყოფილი კოლეგა, ლისის ტბის ვეტერანები ვართ. იქ იმ დროს ავდიოდით, ჯერ რომ გაწმენდილიც არ იყო და არც ბეტონის ბილიკი იყო დაგებული. ვფიქრობთ, ჩვენიწვლილიცაა იმაში, რომ ლისის ტბაზე მოთხოვნილება გაიზარდა და ვიღაცებმა მისი მოვლა-პატრონობახელსაყრელად მიიჩნიეს.

ლისის ტბას ჯანმრთელობისთვის ვიყენებთ - ერთ ჯერზე რვა ან მეტ კილომეტრს გავდივართ (ხანდახან დავრბივართ კიდეც). რაც თვალშისაცემია და კარგ ტენდენციაზე მიანიშნებს ისაა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ქართველიდადის ტბაზე, ზოგი აქ ამოსასვლელად 15 და მეტ კილომეტრსაც კი ფარავს ხოლმე. ეს ტენდენცია თუ დაინახეს და მიხედა ბიზნესმაც და მერიამაც, ყველასთვის კარგი იქნება.. ადრე სულ უცხოელები დადიოდნენ, ახლა, დაახლოებით, ნახევარი-ნახევარზე. ძალიან ბევრ ადამიანს შევატყობინეთ. მოვიდნენ, ნახეს, მოეწონათ. ხშირად ხდება, რომ ფასიანი სადგომები მთლიანად გადავსებულია და ხალხი ავტომობილებს გზებზე აყენებს...

მე და ჩემი მეგობრები აქ დისკუსიების გასამართავადაც ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს. ამჯერად, მაგალითად, „სიტი-პარკზე“, მის ხელოვნურად გაძევებასა და პარკინგის სხვა სისტემის გამოყენების ალბათობაზე ვისაუბრეთ. ჩემთვის აშკარაა, რომ ამ კომპანიას უსამართლოდ მოეპყრნენ, მიუხედავად იმისა, რა ცოდვები აქვს. ნებისმიერი ახალი სისტემის დანერგვას კი ორი რამ უშლის ხელს: ხალხს არა აქვს საშუალება გადაიხადოს უფრო მაღალი საფასური, ხოლო მაინც თუ დადგება სხვა სისტემის გამოყენების საკითხი, მერე კიდევ ერთი ძველი პრობლემა იჩენს თავს: რა ვუყოთ პარკინგის თვითდანიშნულ მენეჯერებს, ე.წ. „სტაიანშიკებს“? მაშინვე იტყვიან, ხალხი ამდენს ვერ გადაიხდისო და იმასაც აუცილებლად დასძენენ, ათასობით „სტაიანშიკის“ ოჯახი ულუკმაპუროდ დარჩებაო. საინტერესო იქნებოდა გიგი უგულავასგან გაგვეგო, რა მიზეზით გადაწყდა ისე მორიგებოდნენ ამ კომპანიას, როგორც მოურიგდნენ.

უფრო ძნელად წარმომიდგენია, რა პოზიტიური მოტივაცია უნდა ჰქონდეს სხვა კომპანიას საიმისოდ, რომ თავი ასეთ გაუგებრობაში ჩაიგდოს, როცა შეუძლიათ ერთი ხელის აქნევით გაგაგდონ, ან რა სისტემა შეიძლება იყოს პოლიტიკურადაც მისაღები. სხვა შემთხვევაში, მსოფლიო გამოცდილება არსებობს და არაფრის გამოგონება არაა საჭირო...

ვისაუბრეთ რაგბის შესახებაც. მეჩვენება, რომ ენთუზიაზმიდან რაგბი ძალიან სწრაფად უნდა გადავიდეს ბიზნესმოდელზე, რომ ისიც ფეხბურთივით სახელმწიფო სუბსიდიებში არ ჩაიძიროს. ფაქტია, რომ სპორტის ნებისმიერი სახეობა დიდ ფინანსურ ნაკადებზეა დამოკიდებული და თუ სწორი სტრატეგიითა და მენეჯმენტით არ შეხვდი, ეს საქმიანობა აუცილებლად ჩაიძირება. მაგალითად, აუცილებელია სწორად იქნეს დანახული ყველა მონაწილის მოტივაცია, ასევე ფინანსური და ჯანმრთელობის რისკები.

ამ თემაზე 20 წლის წინ ველაპარაკებოდი ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელ ხელმძღვანელობას, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ რაიმე გაეთვალისწინებინოთ. მაგალითად, ფედერაციის პრეზიდენტს ჯერ „ირჩევენ“და მერე ეკითხებიან, რას აპირებო. ასე რომელი ბიზნესი მუშაობს, არ ვიცი... 

საღამოს კიდევ ერთ ტრადიცია არ დავარღვიე და ნოდართან მივედი ჩაიზე. მასთან ხშირად დავდივარ, საინტერესო საუბრების, კარგი ჩაისა და ატმოსფეროს გამო. ამჯერად ადრე დაწყებულისაუბარი გავაგრძელეთ მოახლოებული საპენსიო რეფორმის შესახებ. მგონია, რომ მთავრობა კარგად ვერ ერკვევა, რას აპირებს. არსებობს რამდენიმე საკითხი, რაც აჩვენებს, რომ მთავრობა დიდ რისკიან საქმეში ერთვება. შესაბამისად, პირველი კითხვა ამ საქმის ლეგიტიმურობასთანაა დაკავშირებული: საიდან მოიტანეს, რომ მოსახლეობა თანახმაა მთავრობამ მისი ფული გარისკოს?

ახალი არგუმენტი, რომელზეც ყურადღება გავამახვილე, ის იყო, რომ თვით ჩილეშიც, სადაც ასეთი რეფორმები გამოიგონეს და ხუნტის პირობებში აამუშავეს, საპენსიო სისტემას დიდი არაფერი წვლილი შეუტანია ეკონომიკაში. ძნელია იმის დამტკიცება, რომ მის გარეშე უარესი ან უკეთესი იქნებოდა, მაგრამ 3-4 % ზრდა, რაც ჩილეს ჰქონდა ბოლო 37 წელიწადში საშუალოდ, დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება. თვითონ ჩილეს მდგომარეობაც ამ პერიოდში კი გაუმჯობესდა, მაგრამ ევროპის საშუალო დონის ნახევარს ძლივს მიუახლოვდა. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ჩილეში, ჩვენი პროექტისგან განსხვავებით, შენატანებს 10-ზე მეტ კერძო ფონდში აგროვებენ და კონკურენცია ისედაც მაღალია, თუმცა ნებისმიერ ჩილელს შეუძლია წელიწადში 4-ჯერ შეიცვალოს ფონდი.

ყველაზე არასარწმუნოდ ჩვენი მთავრობის გამოთვლები უნდა მივიჩნიოთ. ჯერ ერთი, უკვე ბევრჯერ ვნახეთ, რომ კარგად ვერ ითვლიან -ელექტროენერიგიის, გაზის ფასები, ჯანდაცვის ხარჯები და ა.შ... მეორეც, მათი გამოთვლები თვალით არავის უნახავს.

 

ორშაბათი, 19 მარტი

ჩემს ერთ ახლობელს ალცჰაიმერის დაავადება დაუდგინეს ამ ბოლო წლებში და ახლა ამ დღიურების წერამ გამოცდის წინაშე დამაყენა. ჯერჯერობით ამის ნიშნებიარ მაქვს, რადგან იმავე და წინა დღის ამბებს კარგად ვიხსენებ. კომპიუტერმა ადამიანის მეხსიერების ორგანიზებაში რაღაც როლი უკვე შეასრულა: ჯიბის ტელეფონი-კომპუტერები, ტაბლეტები თუ ჩვეულებრივი კომპიუტერები, ყველას აქვს უკვე ისეთი ზომის მეხსიერება, რომ შესაძლებელია, მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შენახვა უფრო ხელსაყრელი იყოს. შეიძლება ტელეფონის საშუალებით უამრავი შენიშვნა ჩაწერო აუდიოწესითაც. ასეც ვიქცევი...

დილა წარმატებით დაიწყო. ჩემი კოლეგა გიორგი დავითანხმე ილია ჭავჭავაძის შესახებ მოხსენება გააკეთოს ინგლისურად ჩვენს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე - „თავისუფალი ბაზრის გზამკვლევი“. ეს კონფერენცია ყოველწლიურად ევროპის 40-ზე მეტ ქალაქში ტარდება და წელს ბათუმსა და თბილისშიც ვუმასპინძლებთ 11-ჯერ. გიორგი ჩხიკვაძემ თანხმობა მოგვცა ილია ჭავჭავაძის ეკონომიკურ იდეებსა და მის ევროპულ ორიენტაციაზე ისაუბროს ბათუმშიც და თბილისშიც.

შესაბამისად, მთელი დღე კონფერენციების დღის წესრიგებს ვუტრიალებდი. საქართველოს ყოფილი პრემიერის, გილაურის გარდა, კონფერენციებისთვის 5 უცხოელი და 4 ქართველი გამომსვლელი მყავს და უამრავი სამუშაო მაქვს მათ მოხსენებებთან, პანელებთან, სხვადასხვა საორგანიზაციო თემებთან დაკავშირებით. მაგალითად, კრასენ სტანჩევი ბულგარელი ეკონომისტია. მისი ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლია ბალკანური გამოცდილება კიდევ ერთხელ შეგვახსენოს... მასვე ვთხოვე დაკავშირებოდა ფილიპ დიმიტროვს, რომელიც ახლახან ევროკავშირის „ელჩი“ იყო საქართველოში და ამჟამად საკონსტიტუციო მოსამართლეა ბულგარეთში. წელს, სამწუხაროდ, არ გამოვიდა..

დღეს რამდენიმე საათი გუორთნის (და სხვა ავტორების) წიგნის თარგმნაზე კონცენტრირება მოვახერხე. გუგლმა გააადვილა მთარგმნელობითი საქმე - ახლა უკვე შეგიძლია ტელეფონს უკარნახო თარგმნილი ტექსტი და იმან თვითონ „აკრიფოს“ და შეინახოს. „საღი აზრის ეკონომიკა“ უკვე 12 წელია არსებობს. პირველი ვერსია ვთარგმნე და სანამ დაბეჭდვას მოვახერხებდი, მეორე და უკვე მესამე, უფრო გაფართოებული, ვერსიაც გამოჩნდა - ახლა სწორედ იმას ვთარგმნი. გუგლს მადლობა. თანაც, საკუთარ სერვერზე ინახავს.

ეს წიგნი პრაქტიკული აზროვნების კიდევ ერთი სახელმძღვანელოა - ძალიან კარგად ხსნის, როგორ მუშაობს ეკონომიკა, მთავრობა და როგორ უნდა გამოვიყენოთ საკუთარი რესურსები უკეთესად. მისი ძველი ვერსიის გამოყენება უკვე დაწყებული გვაქვს საჯარო ლექციებისთვის, რომელსაც სტუდენტებს ყოველ პარასკევს ვუტარებთ საქართველოს უნივერსიტეტის დარბაზში. მობრძანდით! 

დღე იმით დამთავრდა, რომ მთელი საზოგადოება გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა - „რუსთავი 2“-ზე უგვანო თავდასხმა მოხდა და შემდეგ მისმა დირექტორმაც ბუნდოვანი განცხადებით კიდევ უფრო მეტი გაუგებრობა შეიტანა საქმეში, თუმცა უამრავ ადამიანს უფრო მკაფიოდ დაანახვა დაფიქრების საჭიროება იმაზე, თუ ვინ ვართ, რა გვინდა და საით მივდივართ. ჩემი რწმენით, ურაპატრიოტული მომავალი ჩვენ არ გვაქვს, ეს პურს არ გვაჭმევს და ამით შეიძლება, უბრალოდ, ახალგაზრდები კიდევ უფრო გავრიყოთ - წყნარად და ნელ-ნელა გაგვეცლებიან..

ეს მით უმეტეს უფრო მოსალოდნელია, როდესაც საერთაშორისო ძალები ვერ ახერხებენ პუტინის მოთოკვას და, ფაქტობრივად, ჩვენგან ან დანებებას, ან ფრონტზე წასვლას ელიან, თუმცა იციან, რომ ეს წარმოუდგენელია.

 

სამშაბათი, 20 მარტი

დილა იმითვე დაიწყო, რითიც სამშაბათი დამთავრდა - რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს რელიგიურ შეურაცხყოფასა ან შეუწყნარებლობასთან? 21-ე საუკუნე დავიწყეთ რელიგიური „აქტიურობით“ - მრავალი ადამიანი, ალბათ გაწბილებული სხვა ინსტიტუტებით, ეკლესიაში დაბრუნდა საშველის საძიებლად. ეკლესია შეეცადა, მეტ-ნაკლები წარმატებით, მათთვის ეს დეფიციტი შეევსო, რაც თავისთავად რთული პროცესია და არ შეიძლება მისგან მყისიერ წარმატებას ველოდეთ. რუსული ეკლესიის დიდი ხნის დომინირების შემდეგ, შესაძლებელია ჩვენს ეკლესიას ყველაზე მეტად აინტერესებდეს თავისი ძველი ტრადიციების აღდგენა და ამ გზით თავისი პოზიციების გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, ქართულ ეკლესიას საკმაოდ სერიოზული როლი აქვს შესრულებული აღმოსავლეთ ქრისტიანობაში, სახელმწიფოებრივ და საერო ცხოვრებაშიც. ეკლესიას, ალბათ, სწორედ ამ ტრადიციების გამოკვლევა და აღდგენა უნდა მიეჩნია პრიორიტეტად, რაც მტკიცედ დაგვიცავდა რუსული ეკლესიის გავლენისგანაც. ჩემი აზრით, სწორედ რუსული ეკლესიის წყალობა უნდა იყოს, რუსი ადამიანი რომ ასე მიდრეკილია ტოტალიტარული აზროვნებისაკენ.

როდესაც უცხოელები მეკითხებიან, რა არ მომწონს რუსეთში, ყოველთვის ორ რამეს ვასახელებ: პირველი, იქ ადამიანს, ინდივიდს პატივს არ სცემენ და, მეორე, რუსების ნდობა ძნელია, იმიტომ რომ ისინი მიცემულ სიტყვას არასოდეს ასრულებენ. საინტერესოა, რომ თუმცა რუსეთი ახლასისუსტეს გრძნობს, მაინც არაფერს გვთავაზობს.მაგრამ გლობალური მოვლენების გვერდით ეს ვის უკვირს!

დღეს ოფისში შეკრების დღე გვქონდა. ახლა ბევრი ფირმა და ორგანიზაცია ცდილობს მცირე ოფისებით იმოქმედონ და ძირითადი საქმე ბინებიდან ან სხვა ლოკაციებიდან აკეთონ. ასე ვიქცევით ჩვენც, უკვე ბევრი წელია, მით უმეტეს, რომ მრავალი ასეული ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია დროის სხვა ზონაშია, მაგალითად, ბევრი ამერიკაშია. ამიტომ ფიზიკური ოფისის მნიშვნელობა შემცირდა, ვირტუალურის კი გაფართოვდა. ასე მაგალითად, ჩვენ კვირაში რამდენიმე საათით ვხვდებით, თუ შეხვედრა აუცილებელია..

თავისუფალ უნივერსიტეტთან შევთანხმდით, აპრილის კონფერენციისთვის დავაწესოთ ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის. უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა ვატო ლეჟავამ და პატრონმა ანასტასია ბენდუქიძემ საკმაოდ კარგი პრიზები დააწესეს და მეც სიამოვნებით მივულოცე ეს. კონკურსის შედეგები გამოცხადდება კონფერენციაზე.

აქვე თამუნა კოვზირიძესთან ვცადე დაკავშირება. მთავრობის სამსახურის დატოვების შემდეგ პრემიერმა გილაურმა და მისმა რამდენიმე მრჩეველმა შექმნეს ორგანიზაცია „რეფორმატიქსი“, რომლის ფარგლებშიც აზიისა და აფრიკის ქვეყნებს ქართული რეფორმების გამოცდილებას აცნობენ. კარგი იქნება, თუ ეს გამოცდილება კიდევ უფრო გამდიდრდება. თამუნა, შესაბამისად, ხშირად უცხოეთშია და ძალიან გამიხარდა, რომ შეძლებს ჩვენს კონფერენციაზე განვითარებად ქვეყნებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბროს.

შესაძლებელია ბევრმა არც იცის, ვინ არის ვატო ლეჟავა ან თამუნა - ორი ძირითადი მომლაპარაკებელი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სფეროში. ისე მოხდა, რომ მათი დაწყებული და დასრულებული წინასწარი მოლაპარაკებებით შემდგომში ახალმა მთავრობამ ისარგებლა ისე, რომ მათი სახელები ცოტამ იცის, რაც დიდი უსამართლობაა. მათი გამოცდილება ახლაც უკიდურესად საჭიროა. ამ მიმართულებით ძალიან ცოტა რამ მოძრაობს, შეთანხმების უპირატესობებს ვერ ვიყენებთ და დანახარჯები კი თვალსაჩინოა.

საღამოს ლორენცომ გაიღვიძა ამერიკაში და დაიწყო წერილების სეტყვა. ამ დღეებში აპირებს პრეს-რელიზის გავრცელებას ე.წ. ფლეინ-ფაქაჯინგზე. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს სიგარეტსა და სხვა არასასურველ პროდუქციაზე ფირმის სახელების დატანას, რაც ლორენცოს ორგანიზაციას, რომელიც მსოფლიოში ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად იბრძვის, ძალიან არ მოსწონს...ჩვენც - აესკო-ც - აუცილებლად ვეთანხმებით, რადგან მიგვაჩნია, რომ ამით ირღვევა ადამიანის არჩევანის უფლება..

გვიან ღამით გარი კასპაროვის რუსეთის მოვლენების ანალიზს ვკითხულობდი და ვფიქრობდი, ვინ კითხულობს ამას-მეთქი. არ მინდა გარი, უბრალოდ, გაბრაზებულ მობუზღუნე ადამიანს ჰგავდეს ვინმეს თვალში, ან „ეს ხომ ისედაც ვიცითო“, თქვან. მისი მოსაზრებები ხშირად ასეთი ფრაზით იწყება: „გახსოვთ, 10 წლის წინ ვამბობდი“... ფაქტია, რომ მსოფლიო ლიდერები მოცდას და მოთმენას გვთავაზობენ. ეს ცოტა ართულებს საქმეს - ან ჩვენ რა ვქნათ, ანდა როგორ შევაჩეროთ ახალგაზრდების გაქცევა?..

ლიტველები, როგორც ყოველთვის, ძალიან ყოჩაღად იქცევიან, მგონია, რომ ლიტვა ევროპის ნამდვილი ლიდერია ბევრ საკითხში. ჩვენმა პარტნიორმა - ლიტვის თავისუფალმა ინსტიტუტმა - ჩაატარა ლიტვის ერთიანი გამოცდა ეკონომიკაში. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მონაწილეობის მიღება. შედეგი ლოგიკური იყო: მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ერკვევა ყველაზე მარტივ ეკონომიკურ პრინციპებში.. წარმომიდგენია საქართველოს შედეგები რა იქნებოდა.. თუმცა ეკონომიკაზე დისკუსია ისევე ძნელია აქ, როგორც ფეხბურთზე - უამრავი ადამიანი თავის თავს სრულყოფილ ექსპერტად თვლის.. თუმცა შედეგი როგორია, ვხედავთ. 

ეკონომიკური განათლება საქართველოშიც აქტუალური თემაა. ეკონომიკას და ბიზნესს აქ უამრავი ადამიანი სწავლობს, მაგრამ როდესაც ჰკითხავ, მაინც რა უნდათ, რომ გამოვიდნენ, სტუდენტებიც კი აბდაუბდა პასუხებს იძლევიან - ისიც კი ვერ ისწავლეს, საკუთარი სამოქმედო გეგმა ჰქონდეთ. სხვა ფაკულტეტებზე კიდევ უარესია. ფიზიკოსს, ქიმიკოსს, გეოგრაფს, ფილოლოგს, არქეოლოგსა თუ არქიტექტორს უნდა ჰქონდეს უნარი თავისი ბიზნესგეგმა შეიმუშაოს - რა მიზნებს ისახავს, რა რესურსები აქვს, სად უნდა მოიპოვოს და ა.შ. ამის დანერგვას სასკოლო დონეზეც ვთავაზობთ სამინისტროს, უკვე 10 წელია და მეტიც, მაგრამ საქმე ძალიან ნელა მიდის.

სულ გვიან ევროსპორტი ჩავრთე. სიამოვნებით ვუყურე ჩემს ფავორიტ სნუქერის რაკეტას - ო’სალივანს, გამიხარდა, რომ ფორმაშია. ძალიან საინტერესო სპორტია, 3-4 სვლით ადრე უნდა დაგეგმო..

მერე ისევ ცხოველთა არხებს დავუბრუნდი. სულ ესაა, რასაც ტელევიზორში ვუყურებ.

 

ოთხშაბათი, 21 მარტი

დილა აღმაშენებლის გამზირზე სეირნობით დავიწყე. ამ ადგილს პატარა ბეირუთს ეძახიან, იმედია ბეირუთი ნანახი მაინც აქვთ. მე როდესაც ბეირუთში ვიყავი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ ლამაზ, საოცარი ისტორიის მქონე ქვეყანას, ძალიან კარგი ადამიანებით, მომავალი არ ჰქონდა. ეს 11 წლის წინ იყო, მას მერე კიდევ ბევრი რამ მოხდა იქ. კარგი გაკვეთილია სინამდვილეში საქართველოსთვის. თუმცა ახლა ამის აღწერას ნუ მომთხოვთ. 

მთავარი ისაა, რომ „პატარა ბეირუთი“ უფრო სპონტანური განვითარების შედეგია. ვინც ქუჩის ეს მონაკვეთი გაარემონტა, არც უფიქრია ასეთ განვითარებაზე, თუმცა ზოგი ევროპული კაფეც უძლებს. მე პირადად მიმაჩნია, რომ ამდენი უცხოელის გამოჩენა და საქმიანობის მცდელობა აჩვენებს, რომ ჩვენი თავისუფლების დღის წესრიგი, თავისი უკიდურესი გადახრების მიუხედავად, მაინც ამართლებს და სწორედ ამის შედეგია ამ უცხოელების გამოჩენა.

რაღაცას ვაკლებთ, ალბათ, საიმისოდ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპელებისთვისაც მიმზიდველი გახდეს, ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის. რაღაც გვეშლება, რომ ძირითადად ვენჩურული ბიზნესები დებენ ფულს აქ.

სხვა მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ერთადერთი მომუშავე არგუმენტი არის ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიდრეკილება თავისუფლებისკენ. ამის დაკარგვა და შემცირება დაუშვებელია. პირიქით, უნდა გავხდეთ უფრო თავისუფალი ქვეყანა. ეს ავტომატურად რუსეთისგან დისტანცირებას მოახდენს. ჩვენი ტრეიდ-მარკი უნდა გახდეს თავისუფლება.

დღეს შევხვდი მუგურელს - რუმინელ ექსპერტს. თბილისი მოეწონა. ბუქარესტის შემდეგ, რომელიც კომუნისტებმა ააოხრეს, თბილისი მართლა მოგეწონება. ბევრი აზრი გავცვალეთ და მერე მკითხა, როგორ ახერხებთ ასე პატარა ქვეყანა ამდენი მაგარი სპეციალისტი გყავდეთო. ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო და პირიქით მინდოდა მეკითხა. ბევრ მაგარ რუმინელს ვიცნობ. როგორც ჩანს, ეგენიც ცოტა დაბნეულები არიან, ჩვენ უფრო ფრონტის ხაზზე ვართ და მეტად ვაქტიურობთ.

საღამოს სვანტე ქორნელის ლექციაზე დავპატიჟე. სვანტემ დიდი გმირობა ჩაიდინა: წიგნი მიუძღვნა 2008 წლის რუსულ-ქართულ ომს. ახლა ახალი წიგნი დაწერა თავისი შთაბეჭდილებების შესახებ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ისაუბრა რონდელის ფონდში. ამ ფონდში ჩემი მეუღლე ნინო მუშაობს და აქ ხშირად ვარ ხოლმე.

სვანტე გველაპარაკა აშშ ადმინისტრაციაში ახალი პოლიტიკური წესრიგის ჩამოსაყალიბებლად მიმდინარე სამუშაოზე და პოზიტიურად იყო განწყობილი. თუმცა მრავალჯერ გაიმეორა, რომ ქართული არააქტიური პოზიცია ამცირებს სხვების მოტივაციას, დაგვეხმარონ. ამავდროულად, აღნიშნა, რომ პოზიტიური ძვრები მაინც არის, მაგალითად, ჯაველინების შეძენა..

საღამოს მუგურელი ხაჭაპურით დავანაყრე, მიუხედავად იმისა, რომ მის მეგობარ გოგონას არ მოეწონებოდა ღამის კვების იდეა. შემდეგ კარგი ქართული ღვინოები, აჯიკა და ჩურჩხელები ვაყიდინე და დავემშვიდობე.

გვიან საღამოს მეტროთი ვისარგებლე. ეს ძალიან იშვიათად ხდება, მირჩევნია ფეხით ვიარო. მით უმეტეს, რომ მეტროს სამ სადგურს თანაბარი მანძილით ვარ დაშორებული... თუმცა კარგად ვიცი მეტროს ხაზები ვაშინგტონში, ბერლინში, ლონდონში, ნიუ-იორკსა და ბრიუსელში. ყველა ამ ქალაქში მეტროს ერთი პრობლმა აქვს: მთავრობის საკუთრებაშია და, შესაბამისად, უკეთესს ისურვებდა კაცი, ისევე როგორც თბილისში, თუმცა ყველგან ეს საკითხი ძლიერ პოლიტიზებულია.

სახლში მივედი და ლოზუნგები დავაყარე, მცირე ლექციებით, ჩემს შვილებსა და მეუღლეს. არავინ მისმენდა და ინტერნეტს დავუბრუნდი, დასავლელ მეგობრებთან შესახვედრად. 

 

ხუთშაბათი, 22 მარტი

ნოდარ ხარშილაძე (საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი) ვნახე - ლექციებზე შევთანხმდით, მის ოფისში უნდა წავიკითხო ეკონომიკა და უსაფრთხოება საჯარო მოხელეებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მისი ოფისი საგანგებოდ არჩევს.

ჩვენს ოფისში მივედი და შევეცადე, ევროპარლამენტის ხალხთან ერთად, ჩემი ბრიუსელის ბილეთების საქმე მომეგვარებინა. რაღაც ბილეთი ამიღეს და ვცდილობთ გადაცვლას, რომ ჩემს შვილს, ლევანს, ჩამოვუსწრო - არ მინდა უჩემოდა წავიდეს ბერლინში (იქ კომპიუტერულ მეცნიერებას სწავლობს, ჰუმბოლდთში). ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ეკონომიკური თავისუფლების პირველი კონფერენცია იმართება, რომელსაც მე და ჩემი კოლეგა, პაატა შეშელიძე, ვხსნით ჩვენი გამოსვლებით. სიმბოლურია - ჩვენი მხარდაჭერით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით.

ოფისში გადავწყვიტეთ საღამოს განათლების სამინისტროს სამოქალაქო განათლების პროექტის ხალხს შევხვდეთ, რომ გავცვალოთ ინფორმაცია, რესურსები და ვცადოთ თანამშრომლობა.

საღამოს 6 საათზე შევხვდით ქალბატონ მაკა ბიბილეიშვილს და ბევრ საკითხში ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა. მაკა სამოქალაქო საზოგადოების განათლებითაა დაკავებული, ჩვენ - ეკონომიკურით. ვფიქრობთ, ჩვენი ერთობლივი რესურსებით შევძლებთ ამ მიმართულებებით ბევრი კარგი მასწავლებელი გამოვზარდოთ, რომლებიც, თავის მხრივ, მომდევნო თაობაზე იზრუნებენ.

საღამოს რონდელის ფონდში დეივიდ სმითის ლექციას დავესწარითემაზე „კიბერუსაფრთხოება და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები“. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ, დასავლეთში ბევრის აზრით,საქართველოში 2008 წელს დაშვებულმა მრავალმა მცირე მარცხმა რუსეთს ბიძგი მისცა დაეწყო მასშტაბიანი რეფორმები არმიაში. ანუ, ჩვენი მცდელობა უაზრო ნამდვილად არ ყოფილა - ჯარის მშენებლობა სწორად მიდიოდა. ამავე 2008 წელს, ჩემი აზრით, ჩაეყარა საფუძველი ბევრ სხვა მოვლენას:რუსეთის გათავხედებას საერთაშორისო არენაზე უკრაინის ოკუპაცია მოჰყვა, ბევრმა სხვამაც იფიქრა, რომ ხულიგნობა მოსულა და ახლა დროა, როცა მსოფლიოს ახალი წესრიგი ყალიბდება...

 

პარასკევი, 23 მარტი

დილით ლევანი სავარჯიშოდ წავიყვანე. სად სცალია მაგას ბერლინში სავარჯიშოდ. ერთხელ ბერლინში რომ ჩავაკითხე, 10 წუთიც არ მაქვსო, ერთად რომ გვესადილა. ასეთია სტუდენტის ცხოვრება ნორმალურ ქვეყანაში, თუ მათთან კონკურეცია და ურთიერთობა გვინდა. 

ანუკა სამხატვრო აკადემიაში სწავლობს და საკმაოდ დატვირთულია. როგორც ჩანს, ეს ინდივიდუალურია - გააზრება და პასუხისმგებლობა. შარშან ლონდონის ერთ ყველაზე ცნობილ სამხატვრო სკოლაში სამკვირიანი კურსი გაიარა და გაოცებული იყო იქაური პირობებითა და შესაძლებლობებით. ჩვენს პირობებში გაცილებით მეტი გარჯაა საჭირო, რომ მაგათ ვაჯობოთო, დაასკვნა.

გზა გავაგრძელე დიდი დიღმისკენ. იქ ჩემი ძველი გოლფი უნდა შევარემონტო, მეგობარი ჩამოდის გერმანიიდან და მთხოვა ორი კვირით. გიას სახელოსნოს ვენდობი, გამოცდილი და საღად მოაზროვნე ხალხია, არაკვალიფიციურად საქმის კეთება არ უყვართ. კაფეც გახსნეს, რომ მტვერსა და სიცივეში არ იდგე, სანამ მანქანა კეთდება. დავჯექი და წიგნის თარგმნა გავაგრძელე.

აქედან რომ გამოვედი, ჩვეულებრივ საქმეს გავყევი, მაღაზიებში. მერე ისევ კაფეში დავჯექი და წიგნის თარგმნა განვაგრძე 15 წუთით. ამასობაში დაველოდე ჩემი კოლეგების გადაწყვეტილებას, წამოვიდოდნენ თუ არა წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის მისასამძიმრებლად. ბოლოს არავინ წამოვიდა, მეგობრებსაც არ ეცალათ. წავედი მარტო.

გული დამწყდა, რა პირობებში არიან ჩვენი ლტოლვილები - რა დააშავეს, გარდა იმისა, რომ ქართველები არიან?! ამ პატარა სახლებში როგორ ეტევიან!.. ბანაკს უფრო ჰგავს, ვიდრე სოფელს. ესეც კარგად მოესწრო. მახსოვს 2008 წლის შემოდგომა. კახა ბენდუქიძე იცავდა იმ პოზიციას, რომ ზამთარი მოდის და საჭიროა ლტოლვილების სასწრაფოდ ბინებით უზრუნველყოფაო. მათი სახლები ისევე გაანადგურეს ცხინვალის გარშემო სოფლებში, როგორც ახლა არჩილი. 3 კვირაზე მეტი გარდაცვლილის არგადაცემა, დიდი სირცხვილია. არ ვიცი, ეს როგორ უნდა დავივიწყოთ.

პანაშვიდზე ბევრო ხალხი იყო, ძირითადად სამხედროები. ირაკლი წერეთელი დავინახე და მთელი წინა30 წელი გამახსენდა: „სახალხო ფრონტი“, არჩევნები, რუსეთის ყაჩაღობა, რეფორმები და მერე ოკუპაცია. მსოფლიოს, როგორც სვანტემ თქვა, თავი დავანახვეთ და მერე ისევ დავავიწყეთ. ირაკლის ვკითხე, მთავრობიდან თუ ვინმე შეეხმიანა საქართველოს დამოუკიდებლობის 100-წლისთავთან დაკავშირებით და - არაო. როგორც ჩანს, მთავრობის შიგნით მყოფ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ჩვენზე კარგად იციან როგორ უნდა იზეიმონ ეს მნიშვნელოვანი თარიღი. ღმერთმა ქნას, ასე იყოს. ცოტა მეეჭვება ამ თაობისგან, რომელსაც პრაქტიკულად კავშირი არ აქვს 30 წლის წინანდელ დამოუკიდებლობის იდეებსა და მოვლენებთან. ცოტა ბუნდოვანია მათი მოტივაციაც, როდესაც ვერ გრძნობენ, რა გადავიხადეთ დამოუკიდებლობაში, სად ვიყავით და სად მოვხვდით.

ვდგავარ და ვფიქრობ: მგონია, ზოგ ქართველს ეჩვენება, რომ რუსეთი რაიმეს დამთმობია. რომელ ქვეყანას დაუთმო?! - ყველა მეზობელი პრობლემებშია. ყაზახეთი ჩვენზე 3-ჯერ მდიდარია, მაგრამ მის მოქალაქეებს 2-ჯერ ნაკლებ ქვეყანაში უშვებენ უვიზოდ. 100-ჯერ მეტი ყაზახი ჩამოდის ღარიბ საქართველოში სამოგზაუროდ, ვიდრე ჩვენები იქით. ყირგიზეთში ლენინის ძეგლი უდგათ და ფიქრობენ, რომ მან შექმნა მათი ნაცია. სომხეთი დაბნეულია - რა უნდა, ვერ გაუგია; ამდენი ლობირების მიუხედავად, წინ ვერ მიდიან და საქართველო საუკეთესო მაგალითად მიაჩნიათ... კახელებს მინდა ვკითხო, რუსეთი რაში გამაადგათ? 

აქ მდგომი ადამიანები ხმადაბლა საუბრობენ ტატუნაშვილის საქმის მნიშვნელობაზე - ამ შემთხვევამ უნდა გამოგვაფხიზლოს და გაგვაერთიანოსო, ყველამ დაინახა, მაგათთან (რუსებთან) კარგი არ გადისო... მოგვიანებით ამ თემას კიდევ მივუბრუნდი..

უკანა გზაზე ისევ გავაგრძელე მაღაზიაში საკვების შეძენა. საინტერესოა, რომ მცირე მაღაზიებმა ბევრ შემთხვევაში ფასებით აჯობეს დიდ ქსელებს. ეს ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს - მაგალითად, რომ ბევრი პროდუქტი არალეგალურ სფეროში გადავიდა (გადასახადის დაბრუნება მნიშვნელოვანი ფაქტორი აღარაა).

საღამოს ზურა ჯაფარიძის შემოძახილს მოვკარი თვალი. სრულიად ვეთანხმები, რომ ჩვენი მთავრობის მფლანგველობა და პრიორიტეტების უქონლობა სწორედ იმის მანიშნებელია რუსეთისთვის, რომ ჩვენ ისევ სუსტები ვართ და ჩვენთან სწორედ ასე უნდა იძალადონ. ჩვენც გვეშინია, ალბათ, ჩვენივე უუნარობის გამო, თორემ ესტონეთი ჩვენზე 3-ჯერ პატარაა, 30 % რუსული მოსახლეობით, და უნარიანები არიან. სხვათა შორის, პანაშვიდზე ფიქრია ჩიხრაძე შემხვდა და შევთავაზე პრეზიდენტს მარტ ლაარი, ესტონეთის ორგზის ყოფილი პრემიერი, ღირსების ორდენით დაეჯილდოებინა. მარტი ჩემი პირადი მცდელობით ჩამოვიყვანეთ საქართველოში 12 წლის წინ. შემდგომში საქართველოს მთავრობის მრჩეველი იყო. ასობით ესტონელი მრჩეველი, ექსპერტი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ჩამოჰყვა. მარტი დიდი ლობისტი იყო საქართველოსი, რადგან კარგად ხვდებოდა ჩვენს მნიშვნელობას.

მარტი ახლა ავადაა - პარალიზებულია. მას მსოფლიოში უწოდებენ ისტორიკოსს, რომელმაც თავისი ქვეყნის ისტორია თავიდან შექმნა, ამიტომ მგონია, რომ მისი დაჯილდოება სრულიად ადეკვატური იქნება მისი გმირობისა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ორივე ქვეყანა 100 წლისთავს ვზეიმობთ.

 

შაბათი, 24 მარტი

დღეს მშობლების დღე მაქვს, საყვედურებისა და მხარდაჭერის, გამოცდილებისა და სიახლეების. დედაჩემს განსაკუთრებით უყვარს კითხვა - გვეშველება? თუ ეტყვი, რომ არ იცი, გეტყვის, აბა ტელევიზორში რა გინდაო?! რთული კითხვაა, ნამდვილად. მამაჩემი ნაკლებ კითხვებს სვამს ხმამაღლა - უფრო სიჩუმით მეკითხება. ჩემი დისშვილი გიორგი, თავისი ლამაზი ოჯახით, იქვე ცხოვრობს და დიდ სიხალისეს მმატებს მათი ნახვა.. ცხოვრება ღირს 

წამოვედი და ვცდილობ ანუკას მდებარეობა გუგლის რუკაზე დავინახო. სულ ფეხით დადის. აპროტესტებს, როდესაც ვცდილობ დავინახო, სადაა - მაგალითად, კაფეებში, სადაც ძირითადად სამეცადინოდ დადის. გუგლი, უბრალოდ, გეგმების აწყობაში მეხმარება, თანაც მირჩევნია ვიცოდე, უსაფრთხოდ რომაა. თუმცა, ცხადია, მის ცხოვრებაში ჩარევის არანაირი სურვილი არ მაქვს.. როგორც ვხედავ, ბევრ რამეში ჩემზე კარგად ერკვევა!

ლევანი ისევ ვარჯიშზე მივიყვანე და ნინოს ოფისში მოვკალათდი წიგნის სათარგმნად. ყველაფერი რომ გამიჩერდეს, წიგნების თარგმნა კიდევ იქნება საჭირო. მხოლოდ ქართული ავტორებით ეკონომიკას ვერ ისწავლიან.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

ТСД промышленного класса Saotron RT-T60



Мир

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился




Українські новини

ОіБ - охорона і безпека: замовляй охорону в Харькові



Новости 24 часа

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?



Game News

Зомби-экшен Zombiehood позволяет погрузиться в эпоху 90-х



Москва

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов



News Every Day

‘Please don’t play that at matches next season’, beg Luton fans after Coldplay reveal new song for Hatters at festival



Авто

Удаленная настройка охранных комплексов StarLine



Москва

Прогноз по грузопотоку по Северному морскому пути: 1,8 млрд т до 2035 года



Концерт

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве



Москва

День защиты детей празднуют в мире 1 июня



Ролан Гаррос

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису



Москва

Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе



#123ru.net

Дизайнер Наталья Душегрея выпустила капсульные коллекции Весна-Лето 2024



Симферополь

Литературно-музыкальный вечер «Песня как признание в любви»



Москва

Улыбка сделала слушателя «Юмор FM» миллионером



Москва

Собянин: 1 июня начнется фестиваль «Лето в Москве. Все на улицу!»



Москва

Дивный новый мир цифровизации: в Москве пройдет Форум «Время цифры»



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Ученый объяснил, почему семьи Заворотнюк отказалась от последнего шанса на излечение

Вильфанд: лето в Москве начинается с открытия купального сезона

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.


Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.






Rss.plus

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Команда Центрального округа Росгвардии стала призером на чемпионате по пожарно-спасательному спорту в Москве (видео)

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: фонд музея "Царицыно" собрал 61 тыс. произведений искусства



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Долина, Бутман и его оркестр представили Россию на Akra Jazz Festival в Турции




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

МегаФон привёз спасателям и пожарным грузовик связи

Дептранс Москвы раскрыл детали инцидента на станции метро "Спортивная"

Певица Пелагея разделила имущество с бывшим мужем


Елена Рыбакина

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Симферополь

Литературно-музыкальный вечер «Песня как признание в любви»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Спортивные новости от Sportsweek.org

Добавить новость - здесь

Copyright © 29ru.net
Powered by Cotonti