უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
საქართველოს 18-წლამდელთა სარაგბო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გავიდა. უმცროსი ბორჯღალოსნები პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე შეჯიბრების ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ, 5 ლელო გაუტანეს და 25:0 დაამარცხეს. ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მეოთხედ შეხვდება საფრანგეთს, რომელმაც ნახევარფინალში ესპანეთს მოუგო - 38:7. ფინალი 31 მარტს გაიმართება.