აშშ-დან გაძევებული რუსი დიპლომატები და მათი ოჯახების წევრები რუსეთში დაბრუნდნენ
1 აპრილს ორმა თვითმფრინავმა ჩამოიყვანა აშშ-დან რუსი დიპლომატები, რომელთა გაძევების გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მიიღო მისი მოკავშირის, დიდი ბრიტანეთის მიმართ სოლიდარობის ნიშნად. ლონდონი რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში, რასაც მარტის დასაწყისში ჰქონდა ადგილი ინგლისი ქალაქ სოლსბერიში.თავდაპოირველად ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელზეც, რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს 46 თანამშრომელი და მათი ოჯახების წევრები იმყოფებოდნენ. მოგვიანებით სპეციალური რეისით ჩაიყვანეს გაეროში რუსეთის მისიის 14 თანამშრომელი და მათი ოჯახები. მთლიანობაში აშშ-იდან გააძევეს 60 რუსი დიპლომატი. ამის პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთიდან მოსკოვში რუსეთისა საელჩოსა და სანკტ-პეტერბურგში ამერიკის საკონსულოს 60 თანამშრომლის გაძევების თაობაზე. სკრიპალის საქმეზე დასავლეთის 19 ქვეყანამ სულ ცოტა 150-ი რუსი დიპლომატი გააძევა. მოსკოვი, რომელიც უარყოფს სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში მონაწილეობას, „სარკისებური პასუხით“ იმუქრება.