რკინიგზელები საფრანგეთში ემზადებიან გაფიცვისათვის მთავრობის გეგმის წინააღმდეგ
საფრანგეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანია აცხადებს, რომ რკინიგზის მუშაკთა გაფიცვა 3-4 აპრილს მომსახურების სერიოზულ შეფერხებას გამოიწვევს როგორც ქვეყანაში, ისე დასავლეთ ევროპაში. რკინიგზელთა პროფკავშირების ცნობით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში იმუშავებს სწრაფი მატარებლების მხოლოდ 15 პროცენტი და რეგიონული მატარებლების - 25%-ი. რკინიგზის პროფკავშირი უკმაყოფილოა პრეზიდენტ ემანულ მაკრონის მთავრობის გეგმით, რაც საფრანგეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის ვალების რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებს. ბევრი ფიქრობს, რომ ეს გეგმა გახდება პირველი ნაბიჯი დარგის პრივატიზებისაკენ, რასაც საფრანგეთის მთავრობა უარყოფს.