გერმანიაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა მანქანის ხალხში შევარდნის შედეგად
რამდენიმე ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა. გერმანული მედიის თანახმად, ეს მოხდა 7 აპრილს დასავლეთ გერმანიის ქალაქ მიუნსტერში. პოლიციამ დაადასტურა, რომ დაღუპულია რამდენიმე ადამიანი, არიან დაშავებულებიც, თუმცა სამართალდამცველები ზუსტ რიცხვს არ ასახელებენ. პოლიციის ცნობით, მძღოლმა თავი მოიკლა. შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა პოლიციის გაძლიერებული რაზმი და მიღებულია უსაფრთხოების ზომები მახლობლად მცხოვრები ადამიანების დასაცავად.