საპრეზიდენტო არჩევნების წინ აზერბაიჯანში ხელყოფილია მედიის თავისუფლება
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ცნობით, აზერბაიჯანის ხელისუფლება ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ, 11 აპრილისათვის დანიშნული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ჩაეხშო ყველა შესაძლებლობა ოფიციალური პროტესტის გამოსახატავად. ნიუ-იორკში მდებარე მედიის უფლებადამცველი საერთაშირისო ორგანიზაციის 6 აპრილის ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანში ჟურნალისტებს სვამენ ციხეში. იბლოკება ვებგვერდები, ჰაკერული თავდასხმები ხორციელდება სოციალურ მედიის ანგარიშებზე და არაკეთილსაიმედო ჟურნალისტებს აკრძალული აქვთ ქვეყნის დატოვების უფლება. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) თანახმად, ეს კეთდება იმისათვის, რომ კრიტიკული აზრის ჩახშობით უზრუნველყოფილი იქნას პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გამარჯვება ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი 2003 წლიდან ერთპიროვნულად მართვას ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანს, სადაც ამ დროისათვის საპატიმროში სულ მცირე 10 ჟურნალისტი იმყოფება პოლიტიკურად მოტივირებული შეთითხნილი ბრალდებებით.