გარდაიცვალა გამოჩენილი მსახიობი ლეილა აბაშიძე
88 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე. მსახიობი რამდენიმე თვის წინ მოათავსეს საავადმყოფოში თავის ტვინის იშემიური ინსუტლის დიაგნოზით. ლეილა აბაშიძე თბილისში დაიბადა 1929 წლის 1 აგვისტოს. კინოში მისი პირველი როლი იყო კატო 1941 წელს გადაღებულ ფილმში "ქაჯანა". 1951 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში "შეხვედრა წარსულთან". ლეგენდარულ მსახიობს 30-მდე ქართულ ფილმში აქვს ნათამაშები.