ნიკა შენგელიამ ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების წევრ ნიკა შენგელიას ერევანში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე უმაღლეს ტიტულამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. ხმლით ფარიკაობაში შენგელიამ ჯგუფურ ეტაპზე სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე მოიგო. პლეი ოფში ფინალის გზაზე ოთხ მეტოქეს აჯობა: რუსებს - კირილ ეფიმოვსა და ვასილ შირშოვს, ისრაელის ნაკრების წევრ კონსტანტინ ვორონოვს და ფრანგ ბაპტისტ დიუბარის. გადამწყვეტ ბრძოლაში კი იტალიელ დარიო კავალიერესთან დამარცხდა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.