ერდოანი: თურქეთში ვადამდელი არჩევნები გაიმართება
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ თურქეთში არჩევნები 24 ივნისს გაიმართება - ანუ დაგეგმილზე ერთი წლით ადრე. ერდოანის თქმით, მის ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროება აღმასრულებელ საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლა. ერდოანის თქმით, ეს გადაწყვეტილება მან მიიღო ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ლიდერთან, დევლეტ ბახჩელისთან მოლაპარაკების შემდეგ, მას მერე, რაც ბახჩელიმ ერთი დღით ადრე ისაუბრა ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობაზე. თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში იყო დანიშნული.