გაერო: რუსეთთან და სირიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს დოუმაში ჩასასვლელად
გაეროს ცნობით, მისი თანამშრომლების ჯგუფი სირიის და რუსეთის ხელისუფლებებთან მოლაპარაკებას აწარმოებს უსაფრთხოების საკითხებზე, რათა ექსპერტებს საშუალება მიეცეთ ჩავიდნენ ქალაქ დოუმაში და გამოიძიონ ცნობები ქიმიური იარაღით თავდასხმის შესახებ. ამ ცნობის ფონია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალური დირექტორის, აჰმეტ უზუმჯუს განცხადება, რომ გაეროს უსაფრთხოების ექსპერტები სროლაში მოჰყვნენ იმ ქალაქში, სადაც ვითარების შესაფასებლად ჩავიდნენ. სააგენტო ფრანს-პრესი ავრცელებს გაეროს უსაფრთხოების და უშიშროების კომიტეტის სიტყვებს - კომიტეტი იმედოვნებს, რომ ექსპერტები "უახლოეს დროში და წინა უსაფრთხოების ვიზიტის დროს მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით" განთავსდებიან ადგილზე. დასავლეთის მთავრობები სირიის მთავრობას სდებენ ბრალს 7 აპრილს დოუმაში ქიმიური იარაღით თავდასხმის განხორციელებაში, სადაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, 43 დაღუპულს აღენიშნებოდა სიმპტომები, რომლებიც ემთხვევა ძლიერად ტოქსიკური ქიმიკატებით მოწამვლას. პასუხად, 14 აპრილს აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაბომბეს სირიის მთავრობის რამდენიმე ობიექტი.