ბათუმში საცხოვრებელი სახლები იწვის
ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, სასტუმრო „ლეოგრანდის“ უკან, საცხოვრებელი სახლები იწვის. აალებული სახლებიდან მაცხოვრებლები დროულად გამოიყვანა სახანძრო სამსახურმა და, როგორც იტყობინებიან, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თვითმხილველები ამბობენ, რომ ცეცხლი თავდაპირველად ერთ სახლში გაჩნდა გაურკვეველი მიზეზით და მალევე გავრცელდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამი სახლი იწვის, სახანძრო სამაშველო სამსახური ხანძრის ლოკალიზებას ცდილობს.