ვაშინგტონში გაიმართა დონალდ ტრამპის და ანგელა მერკელის შეხვედრა
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ვაშინგტონსა და ბერლინს შორის „მაღალი დონის ერთსულოვნება“ არსებობს სირიაში რუსეთის მოქმედების მიმართ არსებული პოზიციის თვალსაზრისით. აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ანგელა მერკელმა იმსჯელეს სირიის სამოქალაქო ომის, რუსეთის მიმართ სანქციების, ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების შესახებ. ანგელა მერკელმა კერძოდ აღნიშნა, რომ გერმანია და აშშ-ი მსჯელობენ, თუ რა გვერდითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსეთის მიმართ ვაშინგტონის მიერ შემოღებულ სანქციებს. გერმანული ფირმები შიშობენ, რომ, შესაძლოა, დაზარალდნენ ამ სანქციების გამო. აშშ-ი გერმანიას აკრიტიკებს თავდაცვის სფეროს არასათანადო დაფინასებისათვის. 27 აპრილს ვაშინგტონში გამართლ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიამ თავდაცვის დასაფინანსებლად უნდა დახარჯოს მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2%-ი.ამჟამად ეს მაჩვენებელი 1,25%-ია. მერკელმა განაცხადა, რომ 2019 წლიდან გერმანია 0,5%-ით გაზრდის თავდაცვითი სფეროს დაფინასებას.