სომხეთის მმართველ პარტიას არ ეყოლება საკუთარი კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე
სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტია აცხადებს, რომ მას არ ეყოლება საკუთარი კანდიდატი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ამის შესახებ 28 აპრილს პარტიის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ედუარდ შარმაზანოვმა განაცხადა. პირველ მაისს სომხეთის პარლამენტი გეგმავს ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევას. ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის პოსტზე კენჭისყრა გადაწყვეტილი აქვს ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანს. მმართველი რესპუბლიკური კანდიდატის მიერ საკუთარ კანდიდატზე უარის თქმა ზრდის ფაშინიანის შანსებს. მან დღეს სიდიდით მესამე ქალაქ ვანაძორში გამართა შეხვედრა მხარდამჭერებთან. პაშინიანმა მოუწოდა სომხეთის მოქალაქეებს, რომ გააფართოვონ საპროტესტო მოძრაობა 1 მაისამდე დარჩენილი სამი დღის განმავლობაში.