ამერიკელი გენერლის თქმით, დასავლეთი და რუსეთი ავღანეთის სტაბილურობით არიან დაინტერესებული
დასავლეთსა და რუსეთს საერთო ინტერესი აქვთ ავღანეთს სტაბილურობაში, განაცხადა აშშ-ის მთავარსარდალმა ავღანეთში გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. „ჩვენი საერთო ინტერსია, წინ აღვუდგეთ ტერორისტებს, რომლებიც ჩვენ ქვეყანას, რუსეთსა და ცენტრალურ აზიას ემუქრებიან“, - განაცხადა გენერალმა ნიკოლსონმა, რომელიც ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იყო მიწვეული. ამასთან ნიკოლსონი გამოეხმაურა თალიბანისათვის რუსეთის მხრიდან სავარაუდო დახმარების შესახებ მის მიერვე ადრე გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ ასეთი დახმარება მცირე მასშტაბისაა. „ჩემს შტაბში ჩრდილოეთ ავღანეთის გუბერნატორებმა მოიტანეს იარაღი, რომელიც, მათი თქმით, თალიბანს რუსეთმა მიაწოდა. მაგრამ ასეთი რამის დიდი სიზუსტით დადგენა რთულია“, - დასძინა გენერალმა ნიკოლსონმა.