კახაბერ მჟავანაძე: არჩევნები ვანსა და ხონში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ვანში - 47,97%, ხოლო ხონში 49, 71% შეადგინა. ვანში 25 ათას 33 ამომრჩეველია და 31 საარჩევნო უბანი. ხონში 29 საარჩევნო უბანია და 23 ათას 90 ამომრჩეველი. ხონის N3 უბანზე "ევროპული საქართველოსა" და "მომავლის არჩევანის" დამკვირვებლებმა საჩივრები დაწერეს. საჩივრის შინაარსის მიხედვით, გადასატანი ყუთი უბანში დაბრუნების დროს დალუქული არ იყო. N3 უბანზე გადასატანი ყუთის მთლიანობის დარღვევის ფაქტზე ორი საჩივარი დაიწერა. როგორც N54 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კახაბერ მჟავანაძე აღნიშნავს, არჩევნები ვანსა და ხონში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 20 საათზე დაიხურება.