ირანი მიუღებელს უწოდებს დონალდ ტრამპის მოთხოვნას ირანის ბირთვული პროგრამის გადახედვაზე
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა მიუღებელი უწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნას, რომ მსოფლიოს ლიდერმა ქვეყნებმა უნდა გადახედონ და მნიშვნელოვნად შეცვალონ ირანთან ბირთვული პროგრამის გარეშე მიღწეული გარიგება. აღნიშნული განცხადება ზარიფმა 28 აპრილს გააკეთა მოსკოვში, სადაც იგი სირიის კონფლიქტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობს. დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ აშშ გამოვა ირანთან ბირთვული პროგრამის თაობაზე მიღწეული საერთაშორისო შეთანხმებიდან, თუ ევროპელი მოკავშირეები მაისამდე არ გამოასწორებენ შეთანხმების „საშინელ ნაკლოვანებებს“. შეთანხმება ამსუბუქებს თეირანის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს, თუ ირანი პასუხად შეკვეცავს თავის ბირთვულ პროგრამას. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეთანხმების პირობები არ არის საკმარისად მკაცრი და არ იძლევა გარანტიებს, რომ ირანი არ შექმნის ბირთვული იარაღს.