პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომა დატოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომა დატოვა. მარგველაშვილის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი მოთხოვნა, რომ სხდომა დებატების ფორმით გაგრძელებულიყო, რადგან პრეზიდენტის თქმით, ერთმანეთის მიყოლებით დეპუტატების განცხადებებს ისმენს და დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა არ აქვს. საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ეს ფორმა რეგლამენტის დარღვევა იქნება და პრეზიდენტს ექნება დასკვნითი სიტყვა. კობახიძის განცხადებით, მისი როგორც სხდომის თავმჯდომარის მოვალეობაა რეგლამენტის დაცვა, დებატების წესი კი საქართველოს პარლამენტში დადგენილია 1995 წლიდან. 2 მაისს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს მიმართა პრეზიდენტის ტრადიციული მოხსენებით, რომლის შემდეგაც დეპუტატების გამოსვლები დაიწყო.