საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს
„რაც კი წარმატება გვქონდა, ყველა მხოლოდ ჩვენი - სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომით მიიღწეოდა და არა ფედერაციის მხარდაჭერით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი სიამაყეა ქართული დროშის ღირსების დაცვა შეჯიბრებებზე, მაგრამ არსებულ პირობებში ეს შეუძლებელია. ველით შესაბამის ნაბიჯებს პასუხისმგებელი პირებისგან და გვსურს რეალური ცვლილებები ძიუდოს ფედერაციაში“ - განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ევროპის სამგზის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს პრიზიორმა ვარლამ ლიპარტელიანმა