ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ
სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვა 50-მდე მუშამ. ისინი აცხადებენ რომ დამსაქმებელი მათ შრომით უფლებებს არღვევს და უკვე რამდენიმე თვეა კვირაში 74 საათს, თვეში კი 29 დღეს ამუშავებს, ხოლო ზეგანაკვეთურის ანაზღაურება არ ხდება. გაფიცულების თქმით, 1 მაისიდან მათ ახალი შრომითი ხელსეკრულებებზე უნდა მოეწერათ ხელი, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა პირობა დღემდე არ შეასრულეს.
გაფიცული მუშები სამუშაოს ასრულებდნენ თურქულ კომპანია „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთისთვის", რომლის დამკვეთი თავის მხრივ, „საქართველოს გზების დეპარტამენტია.“ უწყებაში აცხადებენ, რომ დამსაქმებლისა და მუშების ურთიერთობაში ვერ ჩაერევიან, კომპანიას კი სამუშაოს შესრულების ვალდებულება აქვს.
აღნიშნული კომპანია ბათუმი-სარფის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულებთათვის საცხოვრებელი კოტეჯებს აშენებს და სწორედ აქ მუშაობენ გაფიცული მუშები. მათივე თხოვნით, კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში აჭარის მშენებელთა დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარე იაშა გურგენიძე ჩაერთო. მისი თქმით, მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელი ბათუმში ორშაბათს დაბრუნდება და გაფიცულების მოთხოვნეს დააკმაყოფილებს. თუმცა დასაქმებულებმა უარი განაცხადეს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებაზე, მანამდე ვიდრე დამსაქმებელი მათ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამის შრომით ხელსეკრულებებს არ გაუფორმებს.