ცალმხრივი სამშვიდობო ინიციატივა აფხაზებისა და ოსების საყურადღებოდ
პარლამენტი განიხილავს მთავრობის სამშვიდობო საკანონმდებლო ინიციატივას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის. ინიციატივის განხორციელება იგეგმება სამი ძირითადი მიმართულებით: ვაჭრობა გამყოფი ხაზების გასწვრივ; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და გამარტივებული მექანიზმები საამისოდ კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებთათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, და ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სიკეთეებზე ხელმისაწვდომობა.