აშშ-ი თავის მოქალაქეებს ფინეთსა და შვედეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს
Facebook Messenger Viber Twitter აშშ-ის საელჩო ფინეთში თავის მოქალაქეებს შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს. როგორც ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Yle იტყობინება, საელჩომ შესაბამისი განცხადება გაავრცელა. დიპლომატიური მისია აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, ყურადღებით იყვნენ საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნის დროს. ანალოგიურ გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს აშშ-ის საელჩო შვედეთშიც. ამასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არ განუმარტავთ, რას უკავშირდება ტერორისტული საფრთხე. როგორც ფინეთის პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება […]