აქციის მონაწილეებთან თბილისის საპარტულო პოლიციის ხელმძღვანელი მივიდა
პარლამენტის შენობასთან შეკრებილ აქციაზე თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი, თემურ კუპატაძე მივიდა. ის აქციის მთავარ ორგანიზატორებთან მოლაპარაკებებისთვის მივიდა. აქციის მონაწილეები მისგან გზის გადაკეტვის უფლებას ითხოვდნენ, თუმცა კუპატაძის თქმით აქციის მონაწილეების რაოდენობა საკმარისი არ არის გზის გადასაკეტად.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან 15 საათისთვის დაიწყო აქცია, „ჩემი თავისუფლებისთვის.“ აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ რამდენიმე კლუბში ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის გამო და აცხადებენ, რომ სახელმწიფო რეალურად ებრძვის არა ნარკოტიკების გამსაღებლებს, არამედ თავისუფალ აზრს. აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა.